ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთი ციხელაშვილი მსოფლიოს ქალებს და განსაკუთრებით ემიგრანტებს ულოცავს 8 მარტს.

-ემიგრანტ ქალებს განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელი დღეს, აქ, ავსტრიაში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში!
🎼🎵სწორედ მათ ვუძღვნი ქართული კინოფილმიდან “ფესვები” ასე, შინაურულად და ექსპრომტად შესრულებულ ალექსანდრე რაქვიაშვილის არაჩვეულებრივ მელოდიას, (ჩემი თვითიზოლაციის, იმედია, ბოლო დღეს) 🙂
ვიცი, უმეტესად გარდაუვალი აუცილებლობის გამო მოუხდათ წასვლა სამშობლოსგან, ბევრს ოჯახებისგან, შვილებისგან შორს და სწორედ შვილების უზრუნველსაყოფად. ვიცი, რომ ძალიან ენატრებათ! …
ძვირფასო ქალებო, თქვენ ხართ ძლიერები და საამაყოები! ❤️ იმსახურებთ სიყვარულს და პატივისცემას!
და კიდევ, დღეს ყველა ქალს, ყველა გოგონას მინდა გთხოვოთ, ძალიან გთხოვოთ და მოგიწოდოთ, თუ ასე სჯობს, არასდროს აიტანოთ ძალადობა, ფიზიკური თუ ფსიქო-ემოციური. ეს დიდი ტრავმაა და არ ქრება უკვალოდ. არ არსებობს ოჯახი იქ, სადაც ძალადობაა. დაიცავით თქვენი ღირსება და არ დათმოთ თქვენი ჯანმრთელობა, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის! ❤️ ქალთა დღეს გილოცავთ!

Leave a Reply