პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული ფარული ჩანაწერების თაობაზე გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

„არ მგონია, ამ შემთხვევაში, ფარული ჩანაწერების გამოძიებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდეს. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე“, – აცხადებს  სარჯველაძე.

ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, “ლელო საქართველოსთვის” კი გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიამ უკვე მიმართა პროკურატურას.

Leave a Reply