ვასილ წერეთელი

  სანამ გეტყოდეთ, რას ვფიქრობ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურზე, როგორც რიგითი ადამიანი, მანამდე უმჯობესია გითხრათ, რა ევალება მანდატურს: მანდატურები სწავლის პერიოდში აკონტროლებენ როგორც სკოლის გარე, ასევე შიდა პერიმეტრს, მანდატურები დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლს ასრულებენ, საგანგებო სიტუაციებში კი მანდატური მოსწავლეთა და სკოლაში მომუშავე პირთა ევაკუაციას უწყობს ხელს. მანდატურების ერთ-ერთი მოვალეობა კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარებაა. მანდატური ბავშვების უფროსი მეგობარია, (ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს), რომლისთვისაც მოსწავლეებს ხშირად მიუმართავთ პირადი პრობლემებითაც კი. მანდატური სწავლის პერიოდში ზრუნავს მოსწავლის, მასწავლებლისა და იქ დასაქმებული სხვა პირის უსაფრთხოებაზე. სკოლის მანდატურის უფლება – მოვალეობის საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულება „სკოლის მანდატურის სამსახურის“ შესახებ. – ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია საქართველოში და არა მარტო საქართველოში, რომ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

 მე, როგორც ყოფილი მანდატური, ვფიქრობ, რომ ბულინგი ოჯახში, ბულინგი სკოლაში, არამდგრადი ოჯახები, დაბალი სოციალურ ეკონომიკური ფონი, მშობელთა პედაგოგიზაციის დაბალი დონე… ეს იმ მცირედთა ჩამონათვალია, რომელი პრობლემის წინაშეც საქართველოში დგას.

ამ საკითხთან მიმართებაში პრობლემა უამრავია… პრობლემაა ისიც, რომ მანდატურებს მოვალეობა უფრო და უფრო შეიზღუდა, ადრე თუ მანდატურს ბავშვების მკაცრი

კონტროლი ევალებოდათ, ახლა ბავშვების უფლებები გაიზარდა და მანდატურს მხოლოდ ოქმის დაწერის უფლებაღა შემორჩა.  მანდატურს აეკრძალა მასწავლებლის პროფესიონალურ  საქმიანობაში ჩარევა, კონტროლი სკოლის თანამშრომლების და ასე შემდეგ… პრაქტიკულად, დღეს, მანდატურის სამსახური უძლურია, უძლურია იმ გამოწვევებისადმი რაც სკოლებში ხდება, ალკოჰოლი,  მარიხუანა, სიგარეტი,  ცივი იარაღი და ბულინგი, ეს იმ მცირედთა ჩამონათვალია, რასაც სკოლაში ყოველდღიურად  ხვდებიან მანდატურები,  ამ  დარღვევების აღსრულება და შესაბამის უწყებამდე მისვლა,  ხშირ შემთხვევაში არ, ან  და ვერ ხდება, რადგან კორუფციამ და მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან კონკრეტული პირების მფარველობა ხშირად,  კანონის გვედის ავლის  საბაბი ხდება, რისი მეშვეობითაც საბოლოვოდ  შერჩევით  სამართლამდე მივდივართ,  რაც ჩემი აზრით, ეს ყველაფერი  არ არის კარგი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანდატურები ვერ ერთვებიან  ბავშვების სოციალურ განვითარებაში,  არ იციან, რა პრობლემის წინაშე დგანან ისინი. ბავშვების პრობლემები მასწავლებლებისთვისაც მიუწვდომელი რჩება, რადგან მათ მხოლოდ ბავშვებისთვის განათლების მიღება ევალებათ და არა მათი კონტროლი.

– რა გამოასწორებდა ამ ყველაფერს? – ისევ და ისევ განათლება. განათლებულ საზოგადოებას ყოველთვის შეუძლია მსოფლიო უკეთესი გახადოს.

მართალია, საქართველოს მთავრობა დღემდე ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრას მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი არაა საკმარისი. იმისათვის რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას საჭიროა განათლების სისტემაში ძირეული ძვრების მოხდენა.

 

Leave a Reply