საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა კომპრომისებისთვის, მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, გვაქვს მყარი პოზიციები, კომპრომისული დამოკიდებულებაც ყოველთვის გვქონდა, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერ გადავლახავთ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია. უნდა არსებობდეს მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს და რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. თუ ეს მიზეზი არ არსებობს, მაშინ ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია“, – აცხადებს ყაველაშვილი.

Leave a Reply