“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი დავით ქაცარავა ხურვალეთიდან მიმართვას ავრცელებს.

-ხურვალეთის მიმდებარედ, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, “ხურვალეთის კოტეჯებთან”, დააკავეს რუსი ოკუპანტები ❗❗❗
ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებელი, რამაზ ჩალაური თავის მიწაზე მუშაობდა, ოკუპაციის ხაზის მახლობლად, რა დროს გამოჩნდნენ ოკუპანტები, 2 ორკი გამოეკიდა რამაზ ჩალაურს და გამოყვა დასახლებამდე.
დაახლოებით 500-650 მეტრით შემოიჭრნენ ოკუპანტები და ზუსტად დასახლებასთან მოხდა მათი დაკავება.
ალბათ, ყველას გახსოვთ, რამდენჯერ გვითქვამს და მოგვიყოლია ასეთი გატაცებების შესახებ, როდესაც ოკუპანტები ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება სწორად გამოიყენებს ამ კოზირს და ამ ორ ცალ ორკს გაუცვლის ჩვენს 5 მოქალაქეში.
შეგახსენებთ, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ჩვენი 5 მოქალაქე:
1. გენადი ბესტაევი
2. ზაზა გახელაძე
3. ლაშა ხეთერელი
4. რამაზ ბეღელური
5. ირაკლი ბებუა.
უდიდეს მადლობას ვუხდი პოლიციელებს ამ გმირული მოქმედებისთვის!
მაგრები ხართ!!!

Leave a Reply