მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის საკითხზე დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს უსმენდნენ. შეხვედრას ესწრებოდა “ერი და სახელმწიფოს” ლიდერი ზვიად ტომარაძე, რომელმაც კითხვა დაუსვა მინისტრებს.

ცნობისთვის, ზვიად ტომარაძემ და ზაალ ლუხუტაშვილმა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

-ნათია თურნავას დემაგოგიას ნამახვანჰესის სარგებლიანობაზე აღარ მოვუსმინეთ და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა!-აცხადებს ტომარაძე.

ამ ბოლო დროს გვესმის შემაშფოთებელი რამ, რომ ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არ არსებობს და ეს მოგონილი და არარეალისტურია და თითქოს ჩვენ არ გვჭირდება საკუთრი ენერგეტიკისა და ჰიდრორესურსების განვითარება, – ეს განცხადება, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

„ძალიან მარტივად ავხსნი, თუ რას ნიშნავს ასეთი მცდარი მიდგომა საქართველოსთვის: ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ჰესების მშენებლობა ჩამორჩებოდა ამ პროცესს. მთელი რიგი პრობლემების და მათ შორის ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო. შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მილიონ კილოვატსაათზე ოდნავ მეტი იყო, ახლა გვიხდება 1,6 მილიარდი კილოვატ/საათის, რვაჯერ მეტის შემოტანა. ამას ემატება 3 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავება გაზის თბოსადგურებზე, ისევ და ისევ უცხოური გაზის იმპორტზეა დამოკიდებული, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი, უკვე დღეს იმპორტზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ 2020 პანდემიურ წელს ქვეყნიდან $200 მილიონზე მეტი გავიდა ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის საფასურის სახით. „ამ პერიოდში, ეს თანხა წაადგებოდა თუნდაც ლარის კურსის გამყარებას“, – აღნიშნა თურნავამ.

Leave a Reply