გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საბოლოო ვერდიქტი გამოცხადდა. ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.

არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

8 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ფინალური პროცესი მცხეთაში გაიმართა. განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი დაესწრო.

საქმეზე ბრალდებული 5 პირიდან, რომელთა შორის, არასრულწლოვნებიც არიან, ბრალს არც ერთი არ აღიარებდა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მის კვალს მცხეთის დასახლებულ პუნქტთან ახლოს, დაგუბებულ წყალში მიაკვლიეს.

გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, “მერსედესითა” და “ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

Leave a Reply