საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის კომპანია “ელბიტ”-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სსსტც „დელტას“ ბაზაზე ადგილობრივი ვაზნების საწარმოს შექმნის პროცესსა და წარმოების განვითარების პერსპექტივებზე.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყვია-წამლის საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ასევე განხილულ იქნა საქართველოში ერთობლივი სამხედრო წარმოების დანერგვისა და განვითარების გეგმები.

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

Leave a Reply