“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა “საქართველოს” წარმომადგენლები აქციას მართავენ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. აქციის მონაწილეები პროტესტის გამოსახატად ასევე ცდილობდნენ გზის სავალ ნაწილზე დამსხდარიყვნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

სამოქალაქო აქტივისტები ” ოცნების” ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო შინაარსის ბანერით წინ გადაუდგნენ, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

 

Leave a Reply