რაგბის კავშირში არჩევნები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზთან, სადაც რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს მოწინააღმდეგეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები სოსო ტყემალაძეს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, შემდეგ კი მისი მისამართით გინება დაიწყეს.

Leave a Reply