თაკო ჩხიკვაძე

სტაჟიორი

საფო მგელაძე… ქალი, რომელიც ცნობილია, როგორც ქართველი ჟორჟ სანდი. ის იყო მე20 საუკუნის აღმოჩენა, პოეტი, ბელეტრისტი, XX საუკუნის 30-იანი წლების მღელვარე ლიტერატურული ცხოვრების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. იგი სამწერლო ასპარეზზე  გამოვიდა მაშინ , როდესაც მოღვაწეობდნენ : გალაკტიონი, ტიციანი,  პაოლო, გიორგი ლეონიძე , სიმონ ჩიქოვანი, იოსებ გრიშაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვ. ბევრ მათგანთან საფოს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ადვილი არ იყო  თვითდამკვიდრება სიტყვის ასეთი გამორჩეული ოსტატების გვერდით. მიუხედავად ამისა, საფო მგელაძეს მკითხველთა აღიარება და სიყვარული არასდროს მოჰკლებია .  საფომ პოეზიით დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი.მან მკითხველს დაუტოვა სამი რომანი: “ქარიშხლის ფრთებზე” , “გზა და გზა” და “ლიანა ლორდია“.მწერალი საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლოდა ქართველ ქალ მწერალთა შორის. საფო მგელაძის მკითხველი მისი შემოქმედების დახასიათებისას იყენებენ ორ სიტყვას : ლამაზი და თბილი. მართლაც მშვენიერია მისი შემოქმედება მისი მარტივი წინადადები, რომელიც მკითხველთა გულებს იგებს. გასაკვირი არცაა, ის ხომ ბელეტრისტია, სიტყვაკაზმულობის და სტილისტური სინაზის სპეციალისტი.

„ლოგინში ჩავწექი, მაგრამ ძილმა თითქოს განძრახ მიმატოვა მე. ღია თვალებით განვაგრძობდი წოლას და მეჩვენებოდი შენ, სოველი წამწამებით, მწვანე ბალახში პირაღმა დაგდებული და ეს მოგონება უცნაურ ტკივილებს იწვევდა ჩემს გულში. ეს არ ყოფილა სიყვარულის ან სიბრალულის გრძნობა, ეს რაღაც სხვა იყო. ამ გრძნობებზე უფრო მძაფრი და უფრო მწვავე, გრძნობა, რომელსაც სახელი არა აქვს.” ეს სიტყვები „ლიანა ლორდია“ დან არის , ეს იმ იშვიათი წიგნებს შორის არის, რომელიც გენდერულ საკითხებს განიხილავს და ქალს წარმოადგენს როგორც დამოუკიდებელ, არჩევანის მქონე ადამიანად. თავად საფო იყო ქალი, რომელიც მუდამ ქარიშხალში გრძნობდა თავს, მუდამ ცდილობდა ყველა ჩარჩო დაემსხვრია. ის იყო მისაბაძი და ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი, მან თავის მკითხველს ასწავლა თუ როგორ უნდა შექმნან ქალებმა დამოუკიდებლად თავიანთი ცხოვრება. საფოს ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად შესაქმნელად. ახლა კი უკვე გასაკვირი არც არის მისი ასეთი პოპულარობა ქალებს შორის. მაშინ წიგნები ძნელად იშოვებოდა და ქალები მთელ რომანს გადაიწერდნენ ხოლმე და ასე ავრცელებდნენ რვეულებს… ლიანა ლორდიას მერე საფომ საზოგადოებაში  დაიმკვიდრა სიყვარულის წიგნის საყვარელი ოსტატის და “ ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის სახელი.

საფო მგელაძე მისი ცხოვრების მიუხედავად მაინც ბედნიერი იყო. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იყო პოეტი, იყო ბელეტრისტი. ემსახურებოდა საქმეს, რომელიც თვით სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.მას ეკუთვნის სიტყვები:“მე მთელი ჩემი სიხარული, სიცოცხლე, ვნება, შევწირე წიგნებს და ლექსებში რითმებად დავწვი“ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მან მართლაც შესწირა თავისი ცხოვრება სამშობლოს სიყვარულს დიახ,  სწორედ საქართველოს სიყვარულში ჩაიფერფლა 42 წლის ამაყი საფო მგელაძე. როდესაც საფოზე ვიწყებთ საუბარს შეუძლებელია არ მოვიშველიოთ მისი წერილი რომელიც მან ლადო ასათიანს მისწერა. ამ წერილში მან მთელი მისი შინაგანი მღელვარებითა და დიდი ტკივილით გამოხატა: თავისი დამოკიდებულება იმ რეჟიმისამდი. “ეპოქის მარწუხი არავის ისე არ უჭერს ყელში, როგორც მწერალს. ის გვაძალებს ჩვენ თემებს და იდეებს. არ მიიღებ ? ისე გაგსრესს, როგორც ჭიას. ვინა ვარ მე დღეს ? ხელოსანი, რომელიც დაკვეთებს ღებულობს ? სად არის ხელოვანი ? საღათას ძილით სძინავს..თქვენ გგონიათ ადვილია ამგვარი მუშაობა ? მე დავირალე. სამჯერ გადავაკეთე ჩემი “გზა და გზას” მესამე ნაწილი, რათა იგი მისაღები გამეხადა. მეც თვითონ ვირღვევი , ვმცირდები, ვწვრილმანდები. მე მწამდა ლოზუნგი ” ხელოვნება ხელოვნებისათვის” , მაგრამ შეიძლება ასეთი ლოზუნგის მატარებელმა მწერალმა დღეს იარსებოს?!”

“ჩემი ერი ამაყია და ის მონა არ გახდება ! თუ აქამდე არ მომკვდარა, მომავალშიც არ მოკვდება. მწამს მსოფლიო ასპარეზზე ის გაიტანს ზღაპრულ ლელოს და კვლავ ვნახავთ მკვდრეთით აღმდგარ, გამარჯვებულ საქართველოს !

მას სჯეროდა და სწამდა რომ ეს რეჟიმი საქართველოს ვერ დაამარცხებდა. საფო ყველასთვის მისაბაძი იყო, ამიტომაც გიჟდებოდა ყველა მასზე, შეუძლებელია საფოში ვერ დაინახო მეამბოხე სული, სიიმამაცე და ქალური სიმტკიცე. ის მუდამ ცდილობდა დაწესებული ბარიერების დარღვევას, სამწუხარო იყო მისი ცხოვრება, როგორც ვიცით, მას არ გაუმართლა, რადგან უფროს მამაკაცზე გაათხოვეს, ბოლოს ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, სამწუხაროდ ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ის მისაბაძი იყო ყველა ქალისთვის, ის თავის ნაწარმოებებში წინა პლანზე  გენდერულ საკითხებს აყენებდა. ასევე საინტერესოა, ის თუ როგორ  განიხილავს ამ საკითხს და ის თუ როგორ  წარმოადგენს ქალს, როგორც დამოუკიდებელ, არჩევანის მქონე ადამიანად.ეს იყო მისი მთავარი იარაღი, ქალის პიროვნების წარმოჩენა. მისთვი მთავარი გენდერული დემოკრატია იყო. ის თავის გენიალურ ნაშრომში ლიანა ლორდია-ში დილემის წინაშე აყენებს ორ პერსონაჟს, ეს იყო არჩევანი სულიერ და ფიზიკურ სიყვარულს შორის,.

ასეთი იყო ყველასათვის ლამაზი და მისაბაძი საფო, ქალი რომელიც მუდამ ქარიშხალში გრძნობდა თავს და ქალი, რომელიც ყოველთვის თავის ნაწარმოებში აქსოვდა სამშობლოსამდი სიყვარულს. მე მთელი ჩემი სიხარულისიცოცხლევნებაშევწირე წიგნებს და ლექსებში რითმებად დავწვი”.

 

Leave a Reply