ბერიკა შუკაკიძე – მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი.

ერთ საგანში გაკვეთილების ჩატარებით ამხელა დანამატს მასწავლებელი არ უნდა იღებდეს! მაშინ რა ქნას დირექტორმა, რომელსაც სტატუსიანი მასწავლებლის ხელფასის ნახევარი აქვს და ამხელა პასუხისმგებლობა?..”

ვრცლად

https://www.etaloni.ge/geo/main/index/49267?fbclid=IwAR0XWrbrwYHF_1fSdcj9jxlMbKmEksNDgd6sV-1NAV7mdxdfzIoO-vHdgJs

etaloni.ge – ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს პედაგოგი ბიჭიკო ოჩიგავა სოციალურ ქსელში ეხმიანება:

-ამ უტაქტობასაც გადავყლაპავთ და აქტივობებსაც განვახორციელებთ. ოღონდ თქვენ არ მოგაკლდეთ ხელფასი და დიდება თქვენი ,,ინოვაციებისთვის”.
დიახ, ერთი საგნის სწავლებისთვის გვიხდიან ფულს და ასეც გაგრძელდება…გპირდებით.
უკვე თითის ქნევაც მოსულა?
თქვენ ხომ უამრავი საქმე გაბარიათ და საპირწონე ანაზღაურებას იღებთ? თქვენ რომ ხელფასს დამსახურებულად იღებდეთ, ყოველ წელს უვარგისად არ მონათლავდით წინა წლის რეფორმას.
პატივი გვეცით და შეგვარგეთ ეს ხელფასი. ჩვენით ჭამთ და სვამთ. ჩვენით გიდგათ პირში სული და დიახ სწორედ ჩვენი გამოისობით დადიხართ ჰალსტუხით…
პროტეტს ყოველთვის აქვს ისეთივე საფუძველი. სადაც კვამლია იქვეა ცეცხლიც და პირუკუ. როგორ ფიქრობთ, მასწავლებელთა პროტესტი, რომელსაც წლების მანძილზე ბოლო არ უჩანს, უსაფუძვლოა? მართლა ასე ფიქრობთ? მეზღაპრეები ვართ? თქვენ როგორ ფიქრობთ? რას და რატომ აპროტესტებენ? მართლა მაინტერესებს. იქნება ზარმაცები, უმაქნისები და მუცლით მეზღაპრეები ვართ, რომლებსაც არანაირი სიახლე არ გვაინტერებს და კომფორტის ზონას გვირღევთ? იქნებ ასეც ფიქრობთ? თუ ჩვენი პროტესტი უსაფუძვლოა, მაშინ ეს ვარიანტი რჩება. იქნებ არასწორად ვიგებთ თქვენს ნათქვამს? კარგი მაგრამ რამდენჯერ გავიგეთ შეცდომით? მართლა ერთჯერ,ორჯერ, სამჯერ,ოთხჯერ,ხუთჯერ,ექვსჯერ,შვიდჯერ, რვაჯეეეერ?
პრინციპში უკვე არ მიკვირს, რომ ექსპერიმენტარიუმის წევრები ვართ, რადგან პირველ რიგში თქვენ ვერ დააღწიეთ თავი ამ ექსპერიმენტარიუმს.
რომ არა თაგვი, არც მასზე ჩატარებული ექსპერიმენტი და ლაბორატორია იქნებოდა…მე არ ვარ მღრნელი…
მე ახალგაზრდა ვარ და დიახ, ამ სფეროში იმიტომ ვარ, რომ ძალიან მიყვარს. ვაპირებ ამ სფეროში დავბერდე. არც გამოწვევებს ვუშინდები და არც განვითარების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ პერსპექტივას უნდა ვხედავდე.
როცა კალამს ხელში დავიჭერ უნდა მჯეროდეს, რომ რასაც დღეს დამაწერინებენ, ხვალ ფურთხით არ წამიშლიან მხოლოდ იმიტომ, რომ კარნახისას რაღაც ისე ვერ გამოუვიდათ.
P.S. მაამებლური ტექსტებიც დამიწერია ცნობისთვის.

Leave a Reply