პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის მესამე ტალღისა და შეზღუდვების გამკაცრების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები შეასრულოს.

„მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით. ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პირადად არის ჩართული ვაქცინის შემოტანის შესახებ მოლაპარაკებებში და საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რათა ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს.

Leave a Reply