გურამ ქართველიშვილი ვარლამ გოლეთიანს და რიონის ხეობის დამცველებს დაუპირისპირდა.

ახლად გამოჩეკილ ლიდერებს და საზოგადოებას —

უკვე უზრდელობის ზღვარს ცდება ახლად გამოჩეკილი ლიდერების დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ანუ იმ ერთობის მცდელობის მიმართ, რამაც ნამოხვანში ჩამიყვანა. მათი ლიდერი კეთროვანივით გამირბის და უნიჭო სპექტაკლებს მიდგამს, რათა თავი აარიდოს შეხვედრას. არადა დრამატურგი ვარ და თვითონ ვწერ სპექტაკლებისთვის როლებს. ახლა კი საჯაროდ ვაცხადებ, რომ არათუ მათთან შეხვედრა აღარ მინდა არამედ სირცხვილად ვუთვლი თავს იმავე მიკროფონიდან მივმართო მომიტინგე ქართველობას რომლითაც ისინი მიმართავენ მათ.

ამას სხვა სუნი უდის ,,ბოვშებო” და ფრთხილად იყავით, რადგან საქართველო გვეღუპება და თქვენ ,,თურნავებთან” კურკურში არავინ აპირებს დროის დაკარგვას. დღეს მე მეცნიერთა კონგრესის ოფისიდან მივმართავ საზოგადოებას პირდაპირი ვიდეოჩართვით 16. 30 საათზე. იქ ყველაფერს მოისმენთ. იცოცხლეთ-წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მიმართვის შემდეგ ქართველიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პროცესები უნდა გადმოვიდეს თბილისში.

ვიდეო იხ

https://www.facebook.com/guram.qartveli.37/videos/256072215983584

Leave a Reply