მიშა ხაჩიძე
ჟურნალისტი
-საინტერესოა, AstraZeneca-ს რა ჩარჯნომრიანი ვაქცინა ჩამოაქვთ საქართველოში.  საინტერესოა ჩემთვის პირადად, ინფორმაციის გაანალიზების კუთხით. ალბათ ყველასთვისაც…
როგორც უკვე გაირკვა, დანიის შემდეგ, ნორვეგიამაც შეაჩერა ამ ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპისთვის. მას შემდეგ რაც, ავსტრიამ ABV 5300 ნომრიანი დოზები ნაგავში გადაყარა, მის მსგავსად მოიქცა, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, მათაც ამოიღეს ხმარებიდან ამ სერიის ვაქცინა.
ხოლო, აგერ სულ ცოტა ხნის წინ, იტალიამ, ქვეყანამ, რომელმაც თავად დაადო ვეტო, ევროპიდან ავსტრალიაში ვაქცინის გატანას და ამის შემდეგ, ე.წ. მესამე დონის ქვეყნებისთვის AstraZeneca-ს მიწოდება აიკრძალა, თავად ამოიღო ხმარებიდან სულ სხვა მორიგი ჩარჯიანი დოზები, კერძოდ ABV 5300 ნომრიანები. რამდენ დოზაზეა საუბარი და კიდევ რომელ ევროპულ ქვეყნებს აქსვ ამ სერიით ვაქცინა ჯერ უცნობია.
რაც შეეხება იმ სერიას, რომელიც ავსტრიამ და კიდევ ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ ამოიღო ხმარებიდან, ის 1 მილიონი დოზაა დარიგებული 17 ევროპულ ქვეყანაში. ბევრი მათგანი უკვე გაკეთებულია.
მიუხედავად ამ ამბებისა, მეცნიერები, სპეციალისტები და პროფესორები ამბობენ, რომ AstraZeneca- არ არის ცუდი, უბრალოდ, იმიჯი აქვს ცუდი, შავი პაირის წყალობით, სახელი შეულახეს. მისი რეიტინგი კი მინიმუმამდე დასცეს ევროპაში.
https://akhali.ge/2021/03/12/3704/

Leave a Reply