“ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტის შემდეგ, პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.  სასამართლომ პროკურატურას მისცა უფლება ტვ პირველიდან ამოიღონ ფირები.

ტელეკომპანია “პირველი” სამართლებრივ ბრძოლას იწყებს – კომპანიის ადვოკატი ამტკიცებს, რომ სასამართლოს განჩინება უკანონო და არაკონსტიტუციურია, სწორედ ამიტომ, ის დღეს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. იგეგმება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვაც.

ტელეკომპანია “პირველის” უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან

“ფაქტია, რომ განჩინება, რომელიც აქვს მიღებული მოსამართლე ლაშა კლდიაშვილს, ცალსახა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, მას ავალდებულებს წყაროს გამჟღავნებას, საკუთარი შინაარსით და ეს არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რათა აღნიშნული განჩინება გაუქმდეს,”- აცხადებს ადვოკატი.

“არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა!!!”

Leave a Reply