საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა

დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა. „ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეულია შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული რაოდენობა – 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მიერ“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები. Post Views: 1,224