ორშაბათიდან მუშაობას იწყებენ ფიტნეს ცენტრები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციისთვის, რადგან ადამიანებმა უნდა დაიბრუნონ ჩვეული ფიზიკური ფორმა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აგრძელებს ვაგრძელებთ დაგეგმილ შემსუბუქებებს, როგორც აქამდე იყო დაანონსებული.

„დღეიდან შაბათ-კვირას იმუშავებენ შოპინგ-მოლები, არასასურსათო ობიექტები და ბაზრობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ადამიანია დასაქმებული ამ ობიექტებში. გარდა ამისა, შაბათ-კვირა არის ტრადიციულად შოპინგის დრო და ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გაზრდის როგორც ვაჭრობის სექტორის შემოსავლებს, ასევე ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ აუცილებელი ნივთები შევიძინოთ ჩვენთვის მისაღებ და სასურველ დროს. გარდა ამისა, ორშაბათიდან მუშაობას იწყებენ ფიტნეს ცენტრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციისთვის, რადგან ადამიანებთან უნდა დაიბრუნონ ჩვეული ფიზიკური ფორმა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply