საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის შემოსვლას საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს  ვაქცინის მიღებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს რომ სოლიდარობის გზით მსოფლიო ამ კრიზისს დაძლევს.

“ეს არის როგორც “სინათლე გვირაბის ბოლოს”! მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობის გზით გადალახავს ამ კრიზისს,” – წერს  ზურაბიშვილი Twitter-ზე

Leave a Reply