1-ლი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსის ტარიფი 50 თეთრამდე მცირდება.  მიკროავტობუსით მგზავრობისას შესაძლებელი იქნება ყველა იმ შეღავათით სარგებლობა, რომლებიც მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

გარდა ამისა, ისევე, როგორც მეტროსა და ავტობუსში, ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობის შემდეგ მოქალაქეს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 1.5 საათის განმავლობაში უფასოდ შეეძლება.

ლურჯი მიკროავტობუსით უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ შეღავათით ისედაც სარგებლობდნენ. სოციალურად დაუცველები 10-თეთრიანი ტარიფით იმგზავრებენ, ხოლო 20 თეთრით მგზავრობის საშუალება ექნებათ სტუდენტებს, სკოლისა და ბაღების თანამშრომლებს, 9 აპრილს დაზარალებულ და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და პენსიონერებს.

Leave a Reply