“არა ნამოხვანჰესს” – ამ მოთხოვნით ქუთაისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩასული მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და პოლიტიკოსები ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამიოიწურა, ამიტომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – კომპანია “ენკამ” შეაჩეროს მუშაობა და 100 წლით გასხვისებული ტერიტორია დაუბრუნდეს სახელმწიფოს.

აქციის მონაწილეებმა დღესვე ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მშენებლობა არ შეჩერდება.

შსს-მ აქციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.

არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

Leave a Reply