“ევროპული საქართველოს” წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მხარეებს კიდევ ერთი შანსი მისცა და ახლა პასუხისმგებლობა მთლიანად “ქართულ ოცნებაზეა”.

-კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი დღე, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ამიტომ, ამ შანსს სჭირდება გამოყენება, ჩვენ ისე როგორც წინა დღეებში სრულად ვართ განწყობილი, რომ ეს შანსი და ეს შესაძლებ​ლობა გამოვიყენოთ და შეთანხმების გზით გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე, განსაკუთრებით გუშინდელი საღამოს შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ახლა ყველაფერი, ბურთიც, პასუხისმგებლობაც, ყველაფერი არის ქართული ოცნების მოედანზე-აცხადებს ბაქრაძე.

Leave a Reply