საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინა უკვე გაიკეთეს მედიკოსებმა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

ქალაქ ოზურგეთში, კლინიკა “მედალფას“ დირექტორმა დათო მდინარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

Leave a Reply