გრიშა ონიანი სოციალური ქსელით  ბაია პატარაიას მიმართავს:

“ქალბატონო ბაია
მე თქვენს გასალანძღად ვიყავი მომართული, მაგრამ ვიფიქრე, მეც ხომ ქალიშვილის მამა ვარ. ჩემი შვილი, როგორ სამართლიანადაც არ უნდა გალანძღონ, მაინც გული მომიკვდება. შენს შეცოდებას თავი რომ დავანებოთ, შენი მშობლები მეცოდება. იქნებ შვილი გყავს და ის კიდევ უფრო მეტად.

ბაია! შენ უნდა იცოდე, რომ ჩვენ, ქართველები, უფრო მეტად აზიური მენტალიტეტის ხალხი ვართ და ზედმეტად გვაქვს გამჯდარი სისხლში და ხორცში თურქული თუ ირანული წეს-ჩვეულება, რომელიც არამც და არამც არ არის ქართული წარმოშობის.
ილია წერს:“ქართველებს თუ რამ უხეირობა გვჭირს, სულ ყველაფერი ირანულ-ოსმანური გავლენააო“.

მე არ მეგულება საქართველოში კაცი, რომელსაც ცოლისთვის შელაწუნებული არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ქმნიდა ოჯახში დისჰარმონიას. შვილის აღზრდის სპარტანული ჩვევები ქათველების მოგონილი არ არის, ის ათასწლეულებიდან მოდის.

ქმრის უხეშობით დაშავებული მეუღლე ათეულ წლობით ქმართან ცხოვრობდა და შვილებს უზრდიდა. ასე ნაჩქარევად აზიელების ევროპელებად გადაქცევა მხოლოდ სპეტაკლში რეჟისორს შეუძლია და ისიც 2 საათით თეატრის სცენაზე. ცხოვრება კი სხვა კრიტერიუმებით იმართება. ასე, რომ სამართლიანი მოთხოვნა ძალადობაზე შეიძლება ჯერჯერობით უტოპიას წარმოადგენდეს.
რაც შეეხება ბასილაშვილის ძალადობას – სპორტი ძალაზე და ძალადობაზეა აგებული. სპორტული შეჯიბრების დროს თუ მოწინააღმდეგე არ ძალადობს, მას ქულით აჯარიმებენ და თუკი პასიურობას გააგრძელებს, შეჯიბრიდან ხსნიან. „მოძალადე“ სპორტსმენ ბასილაშვილისადმი ხალხის აღტაცება, რომელიც შენ არ მოგწონს, ეს მხოლოდ სპორტისადმი შენი დაბალი შემხებლობის ბრალია.
მამა-შვილური რჩევით გრიგოლ ონიანი.”

Leave a Reply