COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა.


ცნობილია ის საიტი, სადაც მოსახლეობა შეძლებს დარეგისტრირებას იმისთვის, რომ ვაქცინა მიიღოს.
საიტის მისამართია – Booking.moh.gov.ge. საიტზე შესვლის შემდეგ შესაძლებელოა საცხოვრებელი ადგილის მითითება და ვაქცინაციის ჩასატარებლად ყველაზე ახლომდებარე დაწესებულების არჩევა.
თავდაპირველად საიტზე დარეგისტრირება მხოლოდ ექიმებს შეეძლებათ, რადგან ვაქცინა პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.