ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი “ქართულ ოცნებას” ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და პატიმარზე ზეწოლის ეპიზოდის არაეფექტური გამოძიების გამო აკრიტიკებს.

6-პუნქტიან შენიშვნათა ჩამონათვალს ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში თავადვე აქვეყნებს.

-ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება გამოძიების მიმდინარეობასთან მიმართებაში და მტკიცედ მოუწოდეს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, რომ უზრუნველყონ შესაბამისი ზომების დროული მიღება და გამოძიების ჩატარება
ქარ / Eng
გადაწყვეტილებები
მინისტრთა საბჭოს წევრებმა:
1. განაახლეს დისკუსია, მიმდინარე საქმეზე მე-5§3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატებოდა ყოფილი პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ არასათანადოდ დასაბუთებულ სასამრთლო გადაწყვეტილებაში. აგრეთვე მე-18 და 5§1 მუხლების ურთიერთდაკავშირებულ დარღვევასთან დაკავშირებით რაც განპირობებული იყო წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივოებული პერიოდის გენერალური პროკურორის მიერ არალეგალური მიზნებისათვის გამოყენებაში, კერძოდ კი – განეხორციელებინა ზეწოლა განმცხადებლის მიმართ რაც მიზნად ისახავდა მის მიერ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რაც არ იყო კავშირში სისხლის სამართლის საქმესთან.
გამოძიებასთან მიმართებაში:
2. განაახლეს დისკუსია ძველ მიგნებებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება ეფექტიანი გამოძიების შეფასების კრიტერიუმებს მე-18 მუხლის ყველა ასპექტში დარღვევაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.
3. ხაზგასმით გაიმეორეს, რომ კითხვები კვლავ რჩება მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში რომელსაც აწარმოებს გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი. ეს აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სასამრთლოს ჰქონდა მიგნებები, რომლებიც შეეხებოდა წინა გამოძიებას რასაც ასევე აწარმოებდა პროკურატურის იგივე დანაყოფი, იგივე ხელმძღვანელობის პირობებში 2016-17 წლებში. აგრეთვე აღინიშნა მოწოდება ხელისუფლების მიმართ მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტი რომელიც რეკომენდირებულია შეირჩეს სამდივნოსთან კონსულტაციების შედეგად.
4. გამოხატეს სერიოზული შეშფოთება გამოძიების მოწადინების, საფუძვლიანობასა და დროულობასთან მიმართებაში და მტკიცედ მოუწოდეს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს რომ უზრუნველყონ შესაბამისი ზომების დროული მიღება, რათა ყველა არსებული საკითხი ზედმიწევნით გაანალიზდეს და შესაბამისი ახსნა მოინახოს. მოთხოვნილი საგამოძიებო ღონისძიებები უნდა იყოს საფუძვლიანად შესრულებული და ყველა დასკვნა უნდა იყოს სათანადოდ მყარი.
ზოგად ზომებთან მიმართებაში:
5. მე-18 მუხლთან მიმართებაში სასამართლოს მიგნებების სერიოზულობისა და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მოუწოდეს პასუხისმგებელ პირებს მოახდინონ იმპლემენტაცია იმ რეფორმებისა, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რომელიც დაეფუძნება იმ ნაბიჯებს რაც გადაიდგა 2018 წლის კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში და უზრუნველყოფს შემდგომ ეფექტურობას ევროპის საბჭოს შესაბამის რეკომენდაციების მიხედვით; აგრეთვე სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების გაფართოებას იმ საქმეების ჩათვლით, რომლებშიც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე -18 მუხლის დარღვევა;
6. მოითხოვეს ხელისუფლებისგან მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტული და მიზნობრივი ზომების შესახებ, განსაზღვრულ გრაფიკთან ერთად, ამ საქმის შემდეგი განხილვამდე, 1411-ე შეხვედრამდე.
Decisions
The Deputies
1. recalling that this case concerns a violation of Article 5 § 3 because of the absence of sufficiently reasoned judicial decisions for the continued pre-trial detention of the applicant, a former Prime Minister and Minister of the Interior, and also a violation of Article 18 taken in conjunction with Article 5 § 1, since the pre-trial detention during this continuing period was found to have been used by the Chief Public Prosecutor for the illegitimate purpose of pressuring the applicant into providing information on matters unrelated to the criminal case against him;
As regards the investigation
2. recalled their previous indications as to the criteria for an effective investigation with a view to establishing the identity and criminal liability of those responsible for all aspects of the Article 18 violation;
3. reiterating that questions remain as to how the independence of the ongoing investigation is ensured by a division of the Prosecutor General’s Office, in particular given the findings of the Court as regards the previous investigation carried out by that office under the same leadership in 2016-2017, noted the authorities’ intention to engage an international expert; encouraged them to select the experts following consultation with the Secretariat;
4. expressed their serious concern as to the level of diligence, thoroughness and promptness of the investigation and firmly called upon the authorities to ensure that action is taken without further delay to ensure that all the outstanding issues are carefully examined and the relevant explanations are sought, the required investigative measures are thoroughly conducted and all conclusions are credibly substantiated;
As regards general measures
5. reiterating the gravity of the findings of the Court under Article 18 and bearing in mind the continuing concerns related to the ongoing investigation, called on the authorities once again to implement reforms aimed at further enhancing the independence, effectiveness and accountability of the prosecution service, through building on the steps already taken in the context of the 2018 constitutional changes and giving further effect to the relevant Council of Europe recommendations; as well as by broadening the investigative remit of the State Inspectorate’s Service to encompass cases in which the European Court found a violation of Article 18;
6. requested the authorities to provide information on concrete and targeted measures in this respect, together with an intended timetable, in time for the next examination of this case at the 1411th meeting (September 2021) (DH).

მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის თქმით, ევროსაბჭოს კომიტეტის მოთხოვნაა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოვლინდეს დამნაშავე და დაისაჯოს ის.

როგორც კახიძე ამბობს, ევროსაბჭოს განცხადებაში კონკრეტულად არის მითითებული მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

Leave a Reply