TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, აუდიოჩანაწერების საქმეზე, დღეს, 16 მარტს, პროკურატურაშია დაბარებული.

“გამოვცხადდებით საქართველოს პროკურატურაში, ადვოკატს დამატებით დროსთან დაკავშირებით ექნება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, წყაროს არ დავასახელებ, სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს წყარო. მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, რომ არ დავასახელო წყარო და არ მივაწოდო საგამოძიებო უწყებას არცერთი მასალა, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიკაციაში”-აცხადებს მელაძე.

მელაძის თქმით საგამოძიებო უწყებებს წყაროს შესახებ არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდის.

ნოდარ მელაძე გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

Leave a Reply