მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.

პლენარულ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფეროს გამოყოფას და ახალი საპარლამენტო კომიტეტის – კულტურის კომიტეტის შექმნას.

Leave a Reply