ელენე მშვიდობაძე 

სოფელი ჩიბათი

სანამ სკოლაზე გავამახვილებ ყურადღებას, მსოფლიო ჭრილში მოვექცეთ ,ზოგიერთ ქვეყანაში არამცთუ  პოლიტიკის მწვავე განხილვის არამედ მათი პრემიერ მინისტრის სახელი და გავრიც არ იციან ,განა იმიტომ რომ არაა მნიშვნელოვანი არამედ იმიტომ რომ მათ სხვა ყოფითი პრობლემები  აწუხებთ სხვა მოთხოვნა ვალდებულებები  გააჩნიათ ,ზოგიერთ ქვეყანაში არ ეშინიათ ხალხს საკუთარი მთავრობების და სრულ ნდობასაც კი უცხადებენ-

რაც ეს ჩვენთან ბოლო 25წელია არ და ვერ ხერხდება ,თუმცა მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ საქართველოში ადრეული ასაკიდან გამოჩნდნენ სამოქალაქო ,ძლიან აქტიურები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულები ,გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით .

  • ჩვენს სკოლებში არსებული პოლიტიკური შეხედულება დიდ ზეგავლენას ახდენს მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე, მაგრამ , საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის რომ სკოლა საერთოდ აპოლიტიკურია, ხოლო მეორე ნაწილი თვლის რომ სკოლებში პოლიტიკა საჭიროზე მეტად არის შეჭრილი. ამ დროს ყველაზე საიტერესო არის მასწავლებლების აზრი, რადგან მათ ხშირ შემთხვევაში  ეშინიათ ხელისუფლებაზე აუგის თქმა, იციან რომ ამ ყველაფერს მოყვება მატერიალური სახსრების დაკარგვა.

პოლიტიკა, თითქმის ყველა დაწესებულებაში ხდება განხილვის თემა, გამონაკლისი სკოლაც არ არის, მაგრამ ამას ხშირ შემთხვევაში არ ვაღიარებთ არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები ,მშობლებიც კი მშვიდად უყურებენ.

ჩავატარე მცირე გამოკითხვა (გამოკითხული მასწავლებლების სახელი და გვარის დაწერისგან თავს შევიკავებ) სადაც მასწავლებლებს ვკითხე -თავისუფალია თუ არა სკოლა პოლიტიკისგან? -რა ზეგავლენას ახდენს ხელისუფლება სკოლაზე?

მაწავლებლების უმრავლესობა მესაუბრებოდა ხელისუფლების იმ დადებით მხარეებზე, როგორიც არის სხვადსხვა ღონისძიებების დაგეგმვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშველოვანი და საჭიროა, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ კუთხითაც ბევრი აქვს სამუშაო განათლების სამინისტროს, რომ ყველა სკოლაში იგეგმებოდეს აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების რეალიზებას.

არ უნდა განიხილებოდეს მოსწავლეებთან პოლიტიკური საკითხები, თუმცა ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, მაგ: 2010 თუ 2011 წელი (სკოლის გახსნა იყო)  როცა ,სკოლაში სადაც ვსწავლობდი, პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჩამოდიოდა, მახსოვს წინა დღეს მასწავლებელმა მითხრა რომ ლამაზი თაიგული უნდა მიმეტანა სკოლაში, ასევე მშობლებიც ჩართეს ამ საუბარში, ასე უთხრეს ,, პრეზიდენტი ჩამოდის, ელენეს ლამაზი თაიგული შეუფუთე და გამოატანე პრეზიდენტს უნდა მიართვას“-ო,  მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ამან მაინც იმოქმედა ჩემზე, ამაყად დავდიოდი და ვამბობდი, რომ ბატონი მიხეილი ყველაზე კარგი პრეზიდენტი არის, რადგან ჩემს სკოლაში ჩამოვიდა და თან მიხაროდა სკოლის დირექტორმა მე რომ შემარჩია, მაგრამ მოკლედ რომ გითხრათ პრეზიდენტი შორიდან დავინახე, ვერტმფრენიდან როგორ ჩამოვიდა, თაიგული  კი რომელიც  შევფუთე,მე არ მიმირთმევია ,აი მაშინ კი შემეცვალა წარმოდგენა საშინლად გავბრაზდი და პრეზიდენტიც დიდად აღარ მომწონდა. ეს ჯერ კიდევ 2010-11 წწ. მოხდა.

მაგრამ, სამწუხაროდ დღეს, ვფიქრობ, სკოლა ყველაზე მეტად არის პოლიტიზირებული, ვიდრე აქამდე, რაგან პედაგოგებმა იციან ერთმანეთის დამოკიდებულება პოლიტიკურ ასპექტში, და ეს ხშირად ხდება განხილვის თემა. სკოლაში თუ ოპოზიციური რამ გაჟღერდა იცოდეთ რომ ეს არის კამათის კერა, ხოლო თუ ხელისუფლებას დადებით კონტექსტში მოიხსენიებს მაშინ მას პოლიტიკურად არ აღიქვამენ და დადებით კონტექსტით განაგრძობენ კოლეგები ურთიერთობას …

ამიტომ ვფიქრობ, სკოლაში პოლიტიკა დიდი დოზით არის შეჭრილი და ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ არჩევნები სკოლის შენობაში ტარდება, ხოლო ამ კამპანიაში მასწავლებლებიც აქტიურად ერთვებიან, ასევე ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც. ამიტომ,  გადმოინაცვლეთ სამწუხარო რეალობაში, სკოლა პოლიტიზირებულია და იქამდე იქნება ეს ასე სანამ ჩვენ თავად მოსწავლეები  და მასწავლებლები არ გამოვთქვამთ ხმამაღალ და მკაფიო პროტესრს რომ  ჩვენ არ გვინდა სკოლა და პოლიტიკა ასე იყოს გადაჭარბებული დოზით ჩვენს ქვეყანაში .

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *