მმართველ გუნდში ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არაერთი ნაბიჯი გადადგა შეთანხმებისკენ, რაც მათივე განმარტებით, უკვე აისახა საკანონდებლო ბაზაში.

მიხეილ სარჯველაძე კი, ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების პროცესში გადადგმულ რიგ ნაბიჯებს მიზანმიმართულს უწოდებს და განმარტავს, რომ ამას ოპონენტები მოლაპარაკების ჩასაშლელად აკეთებენ.

“ოპოზიციის მხრიდან, რიგი ნაბიჯები მიზანმიმართულად არის გადადგმული იმისათვის, რომ მოლაპარაკება შედეგიანი არ იყოს. რადგან ეს მათთვის შესაძლოა, არ იყოს ხელსაყრელი მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე. შესაბამისად, რიტორიკის დაწუნების მოტივით, რაღაც შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, მცდარი მოსაზრებაა და ესეც ერთგვარი ხერხია, რომ რამენაირად იმას რასაც მოლაპარაკებებში რეალური განწყობის არსებობა ჰქვია, ამის საწინააღმდეგო იყოს,”- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

Leave a Reply