ფერმერ ქალთა ასოციაცია რაჭა-ლეჩხუმს ეწვია და მეწარმე-ფერმერ ქალებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას გაეროს და დარგის სპეციალისტები ესწრაბოდნენ.

ფერმერმა ქალებმა ღიად ისაუბრეს გამოწვევების და პრობლემების შესახებ. ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი საკითხებში გარკვევას და შემდეგში გვერდით დგომას დაჰპირდა.

გამოიკვეთა, რომ აუცილებელია რეგიონებში ქალების გააქტიურება და იმათი მხარდაჭერა, რომლებიც არ შეუშინდნენ სირთულეებს და დაიწყეს საკუთარი საქმე.

ამ შეხვედრამდე კი მთელი პანდემიის პერიოდში იყო დისტანციური ტრენინგები, რომლისთვისაც ადგილობრივმა მეწარმეებმა და ფერმერებმა მადლობა გადაუხადეს ირინე ფხოველიშვილს და გაეროს.

როგორც შეხვედრაზე მყოფმა ქალებმა აღნიშნეს, თუ ექნებათ სათანადო ცოდნა და კიდევ გაგრძელდება ტრენინგები, ისინი უფრო მეტს შეძლებენ და უფრო მეტს გააკეთებენ რაიონში.

Leave a Reply