21 მარტს, 14 საათზე, მთავრობის კანცელარიის წინ! ვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას! სადაც, ასევე შედგება საკონსტიტუციო სარჩელზე საჯარო ხელისმოწერა!
მოძრაობა #სოცაფეთქებამ არა ერთ სოციალურ პრობლემაზე წარმატებით გამოხატა და გააჟღერა საზოგადოების ხმა! განსაკუთრებით, იმ საკითხების შესახებ, რაც სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ მომსახურების სფეროს მუშაობას აბრკოლებდა და პანდემიის, ე.წ. პრევენციის მიზნით დაწესბეული შეზღუდვებით, კიდევ უფრო მეტად წაართვა ადამიანებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
ჩვენი აქტივობების შედეგად მიღწეული რიგი შემსუბუქებების მიუხედავად, ვთვლით, რომ კიდევ დარჩა საკითხები, რომლებიც აქტიურ გაჟღერებას მოითხოვს – უმთავრესი კი, არის კომენდანტის საათის გაუქმება, რომელიც ერთნაირად უშლის ხელს ბიზნესის, თუ სხვა სოციალური სფეროების სრულყოფილ ფუნქციონირებას.
აღნიშნული პრობლემების და სამომავლოდ, მსგავსი არასასიამოვნო პრეცედენტების თავიდან ასაცილებლად, რაც ხელისუფლების უგუნურმა ე.წ. „ლოქდაუნმა“ გამოიწვია, #სოცაფეთქების ინიციატივითა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტების ჩართულობით მომზადდა (სახალხო/ საზოგადოებრივი) კოლექტიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად, რომელიც ითვალისწინებს იმ ბიზნესების, სხვადასხვა ჯგუფების თუ კერძო პირების ინტერესების დაცვას, რომელთაც უკიდურესად იზარალეს გაუაზრებელი ჩაკეტვებით და გადაჭარბებული რეგულაციებით.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მოიცავს შემდეგ სადავო სამართლებრივ აქტებს:
1 – საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
2 – საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
3 – საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“;
4 – საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ (იზოლაციისა და კარანტინის წესები).
ამავე დღეს, კანცელარიის წინ საჯაროდ მოეწერება ხელი აღნიშნულ სარჩელს, როემლზეც ხელმოწერის საშუალება აქვს ნებისმიერ პანდემიური შეზღუდვებით დაზარალებულ და დაინტერსებულ პირს.
მოძრაობა #სოცაფეთქებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლებრივი გზა და მაქსიმალური საზოგადოებრივი ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომ ობიექტურად განიხილოს (სახალხო) სარჩელი.
შემოგვიერთდით, ერთად მოვითხოვოთ კომენდანტის საათის მოხსნა და ხალხის სახელით წარვადგინოთ საკონსტიტუციო სარჩელი!!!
აქციის, ბოლოს გაჟღერდება ჩვენი სამომავლო ნაბიჯები, უახლოესი აქტივობის ანონსი და ულტიმატუმი მთავრობისადმი!

Leave a Reply