ოპოზიცია უკვე იმ დღეშია, რომ სადღაც რაღაც ეწერა და სადღაც რაღაც ითქვა – იქ ეწერა თუ აქ ითქვა, ამაზეა უკვე ჩამოსული ბოკერიასა და სააკაშვილის მესიჯბოქსი, რომელიც დილიდან გაიშალა და სამწუხაროდ, თქვენ ამ კითხვის დასმა გიწევთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ არჩევნებთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მდინარაძე ამბობს, რომ დასავლეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებში არჩევნები სამართლიანი იყო თუ არა, ახლა ოპოზიციის მესიჯბოქსი ამაზეა ჩამოსული.

„გაკეთებული განცხადებებით, არჩევნები სამართლიანია. კონკურენტულია და თავისუფალია დასკვნებით და ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საერთო ჯამში, ლეგიტიმურია მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიასთვის!“, – განაცხადა მდინარაძემ.

Leave a Reply