ექსკლუზივი

-გალიდან სასწრაფოდ გადმოყვანილი პაციენტი ენგურის პოსტიდან კოვიდ უარყოფითი ტესტის მერე საავადმყოფოს ნაცვლად საკარანტინო სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა..-წერს გალში მცხოვრები მარინა ბელქანია.

გალიდან სასწრაფოდ გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა!

ექსკლუზიურად ტელეკომპანია ახალს აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია მიწოდა ჟურნალისტმა თამარ ბელქანიამ, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს პირადად ესაუბრა.

-ჩემი ქვეყანა! გუშინ გალიდან ინფაქტის დიაგნოზით მედ პერსონალი 60 წლამდე ქალბატონი ნ. ა. გადმოიყვანეს. ხიდთან დახვდა სასწრაფოს ჯგუფი. გაუსინჯეს ჯერ წნევა. დადგინდა რომ კოვიდი არ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო, იმის გამო რომ იყო გალიდან ის არა კლინიკაში, არამედ ანაკლიაში 5 დღიან კარნტინში გადაამისამართეს. თუმცა მას ცნობაში ეწერა დიაგნიზი! – ინფაქტის ნიშნები!

ქალბატონი დილით უკვე გადაცვლილი იპოვნეს! გარდაიცვალა მატოობაში და სრულიად უყურადღებოდ! ეს ქალბატონი 40 წელი ემსახურებოდა პროფესიას, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში შეიწირა ! ის იყო მედდა! აფხაზეთი საქართველია- გალში ხალხს უკიდურესად უჭირს ერთი რაც შეგვიძლია დავეხმაროთ ეს სამედიცინო დახმარებაა!

ჯანდაცვის სამინისტრო! სანამ ამდენი ზარებით ამისამართებთ ხალხს ისინი იხოცებიან! ეს არის დანაშაული ! ოკუპირებულ ტერიტორიებიდან ხალხი ჩვენი სახელმწიფოსგან უიმედოდ ელიან დახმარებას!-აცხადებს თამარ ბელქანია.

Leave a Reply

Your email address will not be published.