ჯანდაცვის სამინისტრო სასტუმრო „ანაკლიაში“ გარდაცვლილი პაციენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში განმარტავენ, პაციენტის საკარანტინე სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახეს, ბრიგადას კი პაციენტი გარდაცვლილი დახვდა.

„16 მარტს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტის მიერ გადმოყვანილ იქნა შუახნის ქალბატონი.

საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელ. კარდიოგრაფია და მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა.

ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი. ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინე სივრცეში სასტუმრო „ანაკლიაში“ მოთავსდა.

აღსანიშნავია, რომ საკარანტინე სივრცე სამედიცნო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს.

პაციენტის საკარანტინე სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ექიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოხდა. ადგილზე მისულ ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გალიდან სასწრაფოდ გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა!

Leave a Reply