შალვა ნათელშვილმა უმრავლესობის ლიდერებისა და ოპოზიციის შეხვედრა მის დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი განცხადებით, ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

“ლეიბორისტული პარტია” ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც, პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების საკითხი და სადაც უკანონოდ დაკავებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდზე მოლაპარაკების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას, კონსულტაციებს და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული,” – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებასთან” ევროპული მედიაციით გამართულ შეხვედრაზე პირველ განსახილველ საკითხად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა.

Leave a Reply