„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე“ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა იყო ძალიან კარგი და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი.

-მთავარია ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები, იმედი გვაქვს, ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში. ყველა საკითხი ვერ ამოვწურეთ, ხვალ გაგრძელდება და ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დასრულდება. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Leave a Reply