მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გუშინ ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია, დადებითად უპასუხა, კრემლმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი კონსულტაციების მიზნით მოსკოვში გაიწვია. გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის “საფასურს გადაიხდის”.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ანატოლი ანტონოვი მოსკოვში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განხილვის მიზნით ჩავა. ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვი დაინტერესებულია, გაარკვიოს რა გზებით შეიძლება გამოსწორდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომელიც მათივე განცხადებით, ვაშინგტონმა ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა.

Leave a Reply

Your email address will not be published.