ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავა აცხადებს, რომ  მიუღებელია რადიკალური მოწოდებები ნამახვანჰესთან დაკაშირებით. ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ჩვენი ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას და ეს პრობლემური სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას

“ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდექით ქუთაისში, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გვქონდა შეხვედრა მე და ლევან დავითაშვილს. ეს გეგმა მოიცავს ეკოლოგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხვრას და ამ თვალსაზრისით, პროექტის სრულყოფას და ნდობის გაჩენას. ამისთვის ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება. ყველა დაინტერესებული ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას ძირითადი კვლევების გადამოწმებაში, ვალიდაციაში. თუ რაიმე არის დასამატებელი, ამისთვის დრო გვაქვს.

ასევე ვთქვით, რომ მშენებლობის ზედამხედველობის საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც ასევე შეგვიძლია ქართველი ექსპერტები ჩავრთოთ და მშენებლობის პროცესს ადევნებენ ისინი თვალ-ყურს. ასევე, ამ პროექტმა რომ ხეობას უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს, შევქმნათ 5-მილიონიანი ფონდი რიონის ხეობის განვითარებისთვის, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ამ ხეობაში. ამ ფონდის მართვა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა მოხდეს. მზად ვართ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას და დისკუსიას ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს – ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ამ ოთხი პუნქტის შიგნით ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply