გოგი წულაიას ბრალი დღეს დაუმძიმდა. ახლა გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, წულაიამ შიმშილობა დაწყო.

-ბრალს არ დაეთანხმა და არც ხელი მოაწერა ოქმზე და არც ჩვენება მისცა გამოძიებას და აქვს უფლება, რომ ისარგებლოს დუმილის უფლებით. აპირებს სასამართლოზე გააკეთოს განმარტებები. სიმთვრალე არის ყოველთვის დამამძიმებელი და არ ვიცი საიდან მოიტანენ დასკვნას, რომ არ იმყოფებოდა ფხიზელი. საქმეში არსებული დასკვნა, რომ იყო ფხიზელი, ამოღებულია. თავად წულაია თვლის, რომ ეს არის მოწყობილი პროვოკაცია, ხელისუფლებას უნდოდა მისი დაჭერა და გამონახა ისეთი საშუალება, რომ მოახდინა ბრალდების ფაბრიკაცია,”- აცხადებს გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

Leave a Reply