მთელი პოლიტიკური სპექტრი კონცენტრირებული უნდა იყოს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ქვეყანაშია. ამაზე მუდმივად მიგვანიშნებენ არა მხოლოდ ელჩები, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიორი.თუმცა რას ვხედავთ? ნაცვლად იმისა, რომ, ოპოზიციასთან ერთად დაკავებულები ვიყოთ იმ პრობლემებზე ფიქრით, რაც საზოგადოებას აწუხებს, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებასა და ხელოვნურ კრიზისზე დროის კარგვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თითქმის ათსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული კრიზისი აბსოლუტურად ხელოვნურია და ყველა საერთაშორისო პარტნიორმა დაადასტურა ის, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.

„ამ ვითარებაში, როცა ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში და ამას არქმევენ კრიზისს, ეს ბუნებრივია აბსოლუტურად ხელოვნური კრიზისია და ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული ვიყოთ მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვით, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებაში შესვლა და ამაზე დროის კარგვა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის გამოვლინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Leave a Reply