საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება სურს და მოლაპარაკების მაგიდასთან მათი ულტიმატუმებიც ამ მიზანს ემსახურებოდა.

“უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტპატიმრები არსებობს, თავზე ნაცარი უნდა წაიყაროს ხელისუფლებამ, გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, სანამ არჩეული არ იქნება სააკაშვილი და საპარლამენტო ტრიბუნაზე არ დალევს წყალს თუ ჩაის. ეს არის მთავარი ულტიმატუმი, ამ ულტიმატუმის მიღმა არაფერი არ დგას და ერთადერთი განცხადება, რაც შეიძლება საყურადღებო იყოს, არის ის, რომ კომპრომისი არის თავად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

Leave a Reply