ბლოგი

გიორგი ქსოვრელი

1919  წელი დადგა და საქართველოს პირველი არჩევნების დროც მოვიდა,  როდესაც საზოგადოებამ დამფუძნებელი კრების არჩევაში მონაწილეობა მიიღო, ხოლო დემოკრატიული ღირებულებები სრულიად დაცული იყო, რაც ეთნიკურ და გენედერულ თანასწორობას პროგრესით ხსნიდა.

1990 წლიდან დღემდე,  როდესაც საქართველომ იურიდიულად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, 22-ჯერ ჩატარდა არჩევნები.

5 საპრეზიდენტო, 7 საპარლამენტო, 7 აჭარის უკაღლესი საბჭო და 4 ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნები 1 რეფერენდუმსა 2 პლებისციტთან ერთად.

1990 წელს 28 ოქტომბერს, დამფუძნებელი კრების არჩევიდან 70 წელში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სადაც საბჭოს 250 წევრისგან, ზვიად გამსახურდიას მრგვალმა მაგიდამ 81 მანდატი მიიღო. 1991 წლის 26 მაისს კი გამსახურდიამ 2.5 მილიონი ხმით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა.

1992 წელს კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები დადგა, რარიგ 2% ზღვარი 24-მა პარტიამ გადალახა და თავისუფალი თანამდებობები დემოკრატიულად შეივსო.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი დემოკრატიული და მრავალფეროვანი პარტიული არჩევნები საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთადერთია სანამ… 1995 წლის 5 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძემ არ  შეგვახსენა თავი, პრეზიდენტობამდე კი საბჭოთა კავშირის მე-6 საგარეო საქმეთა მინისტრად იწონებდა თავს, რომლის სახელსაც ბერლინის კედლის ნგრევა უკავშირდება.

ბაბუდ წოდებული ბატონი ვერ წარმოიდგენდა რა ელოდა ქვეყანას და სიტუაციის დამძიმებაში შეუწყო ხელი, ოდეს ათეისტს და შემდეგ საქართველოს კათალიკოს  პატრიარქის ილია II  ნათლულს უყვარდა დაპირისპირებები რაც 1991 წლიდან 1993 წლამდე სამოქალაქო ომით განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკურ კავშირს და მხედრიონის (რუსეთის ფედერაციის) შორის რამაც  ზვიად გამსახურდიას სიკვდილი მოიტანა 31 დეკემბერს საიდუმლო ვითარებაში.

1998 წელს დრო მოვიდა დამოუკიდებელ საქართველოს საკრებულო ჰყოლოდა, სადაც 55 მანდატი შევიდა ამ უკანასკნელი ორგანოს სამართავად.

გაგანია შიმშილი და სიბნელეა თუმცა ვერც ვერავინ შეწუხდებოდა ისე გახდა 1999 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეთა კავშირი სრულიად პარლამენტის მმართველი, რაც დღევანდელ საპარლამენტო ვითარებას მოგვაგონებს რასაც მალევე 2000 წლის 9 აპრილს, საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის მეორედ მოსვლა მოჰყვა.

როდესაც უკეთესობა არ ჩანდა არადა ახალი-21-ე საუკუე დაიწყო დრო მოვიდა ახალ თაობას ჩაენაცვლებინა ის ბნელი და სამშობლოზე სიძულვილის ენით მოსაუბრე ხალხი რომლებმაც თაობა შუღლით დაღუპეს.

2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შემდეგ, რომლის მონაწილეც ახალი პარტია ‘’ნაციონალური მოძრაობა- დემოკრატიული ფრონტი“ მონაწილეობდა,თანაც მეორე ადგილით და 14 მანდატით გეგმებს სახავდა 2003 წელს 20 დღიანი ვარდების რევოლუცია მოჰყვა . ვარდების რევოლუციას პოლიტიკური პარტიების გარდა აქტივისტურ საქმიანობას, საქართველოს იურისტთა ასოციაცია იგივე საია და სტუდენტური ორგანიზაცია „კმარა“ ეწეოდნენ.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში (სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა)  10 მანდატით შევიდა 2004 წლის როგგარეშე არჩევნებში საქართველოში რიგით მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აირჩა, რომელმაც  „კმარას“ ორ წევრთან ერთად დაიწყო ასოარეზობა, ესენი იყვნენ გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.

როგორც კი ახალი პრეზიდენტი ვიხილეთ დაიწყო ქართული დემოკრატიის და არამარტო, სრულიად ქვეყნის განვითარებისკენ წინსვლა.  2004 წლის 28 მარტს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, აღნიშნულ არჩევნებში 17 პარტია მონაწილეობდა ხოლო  7% ბარიერი მხოლოდ 2 პარტიამ გადალახა

1. ნაციონალური მოძრაობა დემოკრატები 66.24% 992 275 ხმა (135 მანდატი)

 2. მემარჯვენე ოპოზიცია–მრეწველები, ახლები 7.56% 113 313 ხმა (15 მანდატი).

მოდიოდა დრო ერთი პატარა ქვეყანა მხოლოდ ერთი პარტიის ყოფილიყო, ერთი მმართველით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ყველა მანდატი „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო.

2007 წლის 7 ნოემბრის კარგად ნაცნობი და დასამახსოვრებელი სისხლის ღვრის  შემდგომ, ხელისუფლებამ დანაშაული აღიარა და 2008 წლის 5 იანვარს როგგარეშე საპრეზიდენტო  არჩევნები დაინიშნა თუმცა შედეგი იგივე იყო რაც წინა საპრეზიდენტო არჩევნების.

2010 წლამდე ასე ერთსულოვნად მივაღწიეთ მერის არჩევნებამდე მაგრამ ხალხს აღიზიანებდა ამდენი წლის ბინძური მმართველობა, თანაც იმდენად ბინძური რომ საქართველოს და შევარდნაძის ჭაობიდან ამოსვლა უმრავლესობას გადაავიწყდა.

9 წლიანი მმართველობა დასრულდა.. 2012 წლის 1 ოქტომბერს განხორციელდა საპარლამენტო არჩევნები ახლის ძიებაში და ასეც მოხდა, 3 ოქტომბერს გახდა ცნობილი რომ პარლამენტში 85 მანდატით, უნრავლესობის ადგილს, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება იკავდებდა“, ხოლო წინა ხელისუფლების მანდატების რაოდენობა 65-ს შეადგენდა, რასაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ბოლო არჩევნების მონაწილე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ივანე მერაბიშვილის დაკავება მოჰყვა.

განათლების მინისტერიალის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი რიგით მეოთხე პრეზიდენტის სტატუსს იკავებს თუმცა მისი დამთმობი და ნეიტრალური ხასიათის გამო, ხელისუფლება იძულებულია პრეზიდენტის უფლებები შეამციროს. მარგველაშვილის უუფლებო მმართველობა ამით არ მთავრდება რადროსაც ვეტოს გამოყენების შეზღუდვაზე ალაპარაკებული პარლამენტი მალევე პრეზიდენტს პარლამენტში შესვლას უკრძალავს. ბიძინა ივანიშვილის ფრაქციას ალბათ არ ეგონა ასეთი ნდობით აღჭურვილი პირი მათ მიერ წესრიგში დაყენებულ გეგმას რომ არ შეასრულებდა, თუმცა მათთვის საშიში დავით ბაქრაძე ნამდვილად არ იყო სასურველი კანდიდატი. ალბათ ყველა მმართველი ორგანოს აქვს ეს ვალდებულება ჩაიდინოს დანაშაული და სანამ რესურსი ეყოფა დამალოს ქვეყნის მმართველობასთან ერთად და ასე გავიდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები რაოდენ გასაკვირად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, საქართველოს დამოუკიდებლობის და არადამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი (სალომე ზურაბიშვილი) განაგებს ქვეყნის ბედს როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომში მისი დიპლომატიური ვალდებულება შოშმა გადაწონა და ქვეყანა დატოვა. 2020-ც მოახლოვდა წავიდა დავა ვინ გახდებოდა ამ ქვეყანაში იძულებული კიდევ ერთხელ მოეთბინათ ორ პარტიას შორის დაპირისპირება, მაგრამ ყველას გასაოცრად ოპოზიციამ უარი თქვა მანდატის მიღებაზე რაზეც ხელისუფლებამ პასუხი არ დააყოვნა და პარლამენტის 250 მანდატი საკუთარით ჩაანაცვლეს.

2024 წლის და ახალი პრეზიდენტის მოლოდინია როგორმე არ დავუბრუნდეთ ბაბუს დროს და განვაგრძოთ წინ სვლა.

Leave a Reply