საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

Leave a Reply