დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის სახელით,  მწუხარება გამოთქვა ექთნის გარდაცვალების გამო.

„მოგეხსენებათ, ანაფილაქსიური შოკი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და უპირატესად ის ფიქსირდება ანტიბიოტიკებსა და სხვადასხვა მედიკამენტზე. ეს შეიძლება იყო ფუტკრის, ბზიკის ნაკბენზე, სხვადასხვა კონტრასტულ ნივთიერებაზე და ა.შ. როდესაც ადამიანი ავად არის და მკურნალობს სხვადასხვა წამლით და ფიქსირდება ანაფილაქსიის შემდეგ მსგავსი გამოსავალი, ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ვაქცინაცია ჯანმრთელ პოპულაციაზე ხორციელდება და დგება სავალალო შედეგი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა.

ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ მედიცინა აბსოლუტური არ გახლავთ და ვისაც უექიმია, სამწუხაროდ, ამ ტიპის ტრაგედიებთან შეხება ექნებოდა. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა. ჩემი აქტიური ცხოვრების ნაწილი სწორედ იმ დარგს მივუძღვენი, რომლის გართულებაზეც ახლა არის საუბარი. ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში მინახავს ანაფილაქსიური შოკის ათეულობით შემთხვევა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Leave a Reply