თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი

“თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, გარდაცვლილთა რაოდენობაც, სამწუხაროდ, მოიმატებს. გვექნება ის ავადსახსენებელი მესამე ტალღა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და დანარჩენი ქვეყნები ევროპასა და ამერიკაში ელოდებიან.

ამას მოჰყვება ახალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, ეკონომიკის რეცესია, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების პირობების გაუარესება და ყველაფერი ის, რაც ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ. ახლა მოსახლეობამ გააკეთოს არჩევანი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა გამოიჩენს მისთვის ჩვეულ სიბრძნეს და რომ ეს სკეპტიციზმი, იქნება მხოლოდ დროებითი და უახლოეს მომავალში, უკვე მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს.”

 

Leave a Reply