პარლამენტის წინ ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ოპოზიცია გადადის საგანგებო რეჟიმზე, ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში!

-კოლაბორაციონისტულმა და მოძალადე რეჟიმმა სხვა არანაირი პოლიტიკური ინსტრუმენტი არ დაგვიტოვა ხალხს და ოპოზიციას გარდა საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობისა და პოლიტიკური ბრძლის ქუჩაში გადატანისა.
ზამბარა ბოლომდეა შეკუმშული. დადგა დრო ამ ზამბარის გაშლისა და მისი გაშლის ძალა წალეკავს და სამუდამოდ დაასამარებს არა მარტო ივანიშვილის უზურპატორ რეჟიმს, არამედ ყველაფერს რაც მასთან არის დაკავშირებული – კოლაბორაციონიზმი, კორუფცია, მედროვეობა და ა.შ.
ძალა ღირსებით გადავსებულ ხალხშია!
არა შემგუებლობას!-ამბობს აქციაზე მყოფი “დაიცავი არჩევანის” ლიდერი დავით ნებიერიძე. 

Leave a Reply