ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხის კლინიკა, სადაც რამდენიმე დღის წინ ვაქცინაციის შემდეგ ექთანი გარდაიცვალა, იმუნიზაციის პროგრამაში დარჩება.

“ახალციხის კლინიკა სრულიად მომზადებულია იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეაქციას უპასუხოს. ახალციხის კლინიკა ახლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის არის სრულად აღჭურვილი, პერსონალი ტრენირებულია. ეს არის ისეთი ბაზისური უნარჩვევა, რასაც მესამე კურსის შემდეგ სტუდენტს სავალდებულოდ მოეთხოვება, რომ უნდა ჰქონდეს. ამდენად, ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები იმაზე თუ რამდენად ანტიშოკური პირობებია ახალციხის კლინიკაში,  არ არსებობს, მაგრამ უფრო მეტი სიფრთხილისთვის, ყველა კლინიკა, რომელიც იქნება ჩართული პროგრამაში, იქნება მულტიპროფილური საავადმყოფო, რომ რეანიმაციული განყოფილებაც იყოს იქვე და ეს არის ჩვენი მთავარი პირობა დღეს,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Leave a Reply