COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინას საქართველოში დღეს ელოდებიან. 29 500 დოზის ტრანსპორტირება, პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მოხდება. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა. უკვე ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ.

ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ Pfizer-ით აცრების დაწყების შემდეგ მოქალაქეების აქტიურობა გაიზრდება.

Leave a Reply