“გადაუდებელი საკითხი კომპრომისისთვის უნდა იყოს – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლება”, – ასე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი.

“არსებობს გადაუდებელი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ოპოზიცია და “ქართული ოცნება დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია. ლოგიკურია, რომ სხვადასხვა პარტიის ლიდერები ვერ დასხდებიან მოლაპარაკებებისთვის თუ ერთ-ერთი მათგანი ციხეშია.

კრიზისის ეს ნაწილი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრასშემდეგ კი ქართულმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს. ამის შემდეგ ვფიქრობ, ქართული ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს, შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” უნდა იპოვის გზა, რათა ოპოზიციას მისცეს გავლენა პარლამენტში, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი როგორც ლეღვის ფოთოლი. ეს არის გზა, რომელიც თუ არ გადაიჭრება უკან დახევს საქართველოს”, – ამბობს დევიდ კრამერი.

 

Leave a Reply